|
2017-12-13 10:11:11, 10079 ნახვა
კულტურა
თბილისში ცნობილი გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS კონცერტს გამართავს
16 დეკემბერს, 20:00 საათზე, Tbilisi Event Hall-ში კომპანია „JAM! Events" წარმოგიდგენთ გერმანული ბენდის DIARY OF DREAMS -ის კონცერტს, რომელიც საქართველო-გერმანიის (2017) წლის ფარგლებში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. ჯგუფის სტილი Electronic Darkwave-ის მიმართულებით, სინტი–გოთიკისა და გოთიკ–როკის ჟანრში განიხილება. დღესდღეობით გერმანული ჯგუფი DIARY OF DREAMS ამ ჟანრის ყველაზე პოპულარული და ცნობილი წარმომადგენელია. შესაბამისად, ჯგუფს, როგორც ჰედლაინერს, მუდმივად ეპატიჟებიან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალებზე. 5 ოქტომბერს გამოვიდა ჯგუფის ახალი ალბომი, რომელიც გამოსვლისთანავე Deutsche Alternative Chart-ში ლიდერობს. სწორედ ამ ალბომის მხარდასაჭერად ტარდება ტურნე, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი თბილისსაც ეწვევა. Tbilisi Event Hall-ში გამართულ კონცერტზე იქნება განახლებული ლაინაფი. ნაცნობ და საყვარელ ჰიტებთან ერთად შესრულდება კომპოზიციები ახალი ალბომიდან. ცნობილი გერმანული ბენდი DIARY OF DREAMS საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის, სადაც მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქართველმა მსენელმა ჯგუფი პირველად„JAM! Fest 2015"-ზე გაიცნო და ძალიან თბილად მიიღო. მუსიკალური პროექტი Diary of Dreams 1980-იან წლებში ვოკალისტმა და მულტიინსტრუმენტალისტმა ადრიან ჰეიტსმა შექმნა. Diary of Dreams - ჯგუფის სახელწოდება მან თავისი ერთ-ერთი ადრეული, კლასიკური გიტარის კომპოზიციიდან "Tagebuch der Träume" აიღო. თავისი ბენდის შექმნამდე, ადრიან ჰეიტსი ჯგუფ Garden of Delight-ის ბას-გიტარისტი იყო. მას გამოშვებული აქვს 16 სტუდიური ალბომი, 12 სინგლი და DVD. მუსიკას და ტექსტებს ჰეიტსი დამოუკიდებლად ქმნის. იგი დასავლეთ გერმანიაში კლასიკური მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, ფორტეპიანოზე, გიტარისა და ვოკალის მიმართულებით სწავლობდა. მისი ელექტრონული მუსიკით დაინტერესება Kraftwerk-მა გამოიწვია. ადრიანის შემდეგ ჯგუფის ყველაზე სტაბილური წევრია Gaun:A, რომელიც ჯგუფს 2002 წელს შეუერთდა. ღონისძიება: https://www.facebook.com/events/1210848245726760/ Facebook გვერდი: https://www.facebook.com/officialdiaryofdreams/ ვიდეო პრომო: https://www.youtube.com/watch?v=1LA_Ep4efD8&t=1s "Tbilisi JAM! Fest 2015"-ის ვიდეო ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=58yqawonxjo ოფიციალური საიტი: http://www.diaryofdreams.de/ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში tkt.ge. https://tkt.ge/ka/event/diary-of-dreams-100961 ან ფილარმონიის სალაროებში. ბილეთის ფასი: 15-დან 30 ლარამდე. ბილეთები ონლაინ: https://tkt.ge/ka/event/diary-of-dreams-100961
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)