10:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 11:37:05, 2115 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი მხარდამჭერებს: ხმა დავკარგე, სიცხე მქონდა, მაგრამ პირობას გაძლევთ, 10 დეკემბერს თქვენს გვერდით ვიქნები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გუშინ „კარვების ქალაქში“ არ გამოჩენილა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, გაციების გამო შეუძლოდ გახდა, თუმცა პირობას დებს, რომ 10 დეკემბერს, მხარდამჭერების გვერდით იქნება.

,,სამშაბათის ცნობილ მოვლენებს ტყუილად არ ჩაუვლია. გუშინ მე ხმა დავკარგე, დღეს სიცხე მქონდა. მაგრამ მარშისთვის, 10 დეკემბერს პირობას გაძლევთ თქვენს გვერდით ვიქნები",- დაწერა სააკაშვილმა სოციალური ქსელის გვერდზე.

კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი კვირას, მხარდამჭერებთან ერთად მარშისთვის ემზადება.  მთავარი მოთხოვნა  კვლავ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებაა.  მომიტინგეების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე ისინი დაშლას არ აპირებენ.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics