09:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 15:13:10, 2306 ნახვა

მსოფლიო
65-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთში ჩავა

65-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთს ეწევევა, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. რეჯეპ ტაიფ ერდოღანის უსაფრთხოებას მისი პირადი დაცვის 200 წევრთან ერთად, საბერძნეთის პოლიციის ასევე 2 800-მდე ოფიცერი უზრუნველყოფს.

თურქეთსა და საბერძნეთს მრავალმხრივ დაძაბული ურთიერთობები აქვთ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1974 წელს თურქეთის ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირების საკითხია. ასევე, მეზობელ ქვეყნებს შორის  სადავოა ეგეოსის ზღვაში დაუსახლებელი კუნძული და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2011 წელს აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის რესურსი.

უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი  2016 წლის ივლისში თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, საბერძნეთში გაქცეული სამხედრო პირების ექსტრადირებაა.

საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ, თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გამო, დაკავებულთა ექსტრადირებაზე უარი განუცხადა, ამ ფაქტმა ათენსა და ანკარას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics