09:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 13:31:08, 2351 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა მხარდამჭერებს 18:00 საათზე უმაღლესი რადას შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უმაღლესი რადას შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს საღამოს 18:00 საათზე შევიკრიბებით და ჩვენს სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ. ეს იქნება მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ხალხის მოსვლა რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

"პოროშენკო იტყუებო, როდესაც ამბობს, რომ ФСБ-ს აგენტი ვარ, ის იტყუება, როდესაც ამბობს, რომ აქ ექსტრიმისტები დგანან, იტყუება როდესაც ამბობს, რომ ეს ქართული სცენარია, რადგან ჩემს გვერდით პრაქტიკულად არც ერთი ქართველი აღარ დარჩა, ყველა გააგდეს. მაგრამ ჩვენ არ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ პოროშენკო ფულს გვპარავს, რომ ის კორუმპირებული ბარიგაა. ჩვენს გვერდით დგას თითქმის მთელი უკრაინა, პოროშენკოს უკან კი, მხოლოდ 5 %. ის 5% რომლებიც მის ნაირი ბარიგები არიან", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics