09:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 11:46:10, 2274 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ჟირინოვსკი: ხელები შორს მიშიკოსგან !

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჟირინოვსკი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოსთხოვა.

„სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. სააკაშვილმა  ხალხის ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა დააყენა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ და ეგეც არ გამოსდით. ხელები შორს მიშიკოსგან!“, –განაცხადა ჟირინოვსკიმ.

შეგახასენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გუშინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა მხარდამჭერებმა სამართალდამცველებს სააკაშვილის წაყვანის უფლება არ მისცეს და 4-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, მისი გათავისუფლება მოახერხეს. ამის შემდეგ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად უკრაინისი უმაღლეს რადასთან მივიდა და პოროშენკოს გადადგომა მოითხოვა. აქცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics