|
2017-11-29 23:19:34, 3423 ნახვა
სპეციალური ანონსი
30 ნოემბრის ანონსი
08:30 საათზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ალტონი დაესწრებიან. 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში" ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შესახებ გაიმართება კონფერენცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კარელსონი გახსნიან. 10:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 11:00 საათზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 12:00 საათზე, ჟურნალისტებისთვის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საქართვლეოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. 14:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) მედიისთვის გამართავს პრეზენტაციას “მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე”, სადაც წარმოდგენილი იქნება “მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების და ინფორმაციის წყაროების კვლევა”, ასევე, მედია მონიტორინგისა და ფოკუს ჯგუფების შედეგები, რომელიც მედია გაშუქების მიმართ მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს ასახავს. 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვევიან და პროექტ „საქართველოს მატიანეს“ არქივის მასალებს დაათვალიერებენ. 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის ყოფილი პრორექტორისა და პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება. 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ პეტრე ოცხელის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული კოლექცია და ასევე, რესტავრირებული ნამუშევრები.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)