23:03 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 15:55:12, 430 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში რეზო ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

პრეზიდენის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი რეჟისორის ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

„დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა 20-ე საუკუნის ჰუმანურ იდეალებზე, ქართულ საზოგადოებაზე, და მადლიერებითა და პატივისცემით მივაბარებთ მას ქართულ მიწას. დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც ბატონმა რეზომ საქართველოსთვის შეასრულა და იდეალებისათვის, რომლითაც მან არა მარტო ქართველების, არამედ მრავალი სხვადასხვა ერის წარმომადგენლის არაერთი თაობა აღზარდა“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics