23:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 10:47:46, 1794 ნახვა

კომენტარი
„ლეოგრანდის” მფლობელი: უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება - ამასთან დაკავშირებით სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა

სასტუმრო0 "ლეოგრანდის" მფლობელის ეროლ ავგორენის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა.

როგორც ავგორენმა აღნიშნა, "ლეოგრანდი" ყველა სტანდარტს შეესაბამებოდა. ამასთან, სასტუმროს მფლობელმა ხანძრის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. 

"11 ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დიდი მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების, ოჯახების წინაშე. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საერთოდ არ გვიძინია. დღეს არის გლოვის დღე და გამომდინარე აქედან, მათ ოჯახებში მისვლას ვაპირებთ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელი და საჭირო იქნება დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიციას, ასევე სახანძრო განყოფილებას, რომლებმაც ასე თავდადებით იმუშავეს. ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, აქ იყო აჭარის მთავრობის თავმდჯომარეც და ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და "ლეოგრანდში" დასაქმებული პერსონალი არ განთავისუფლდება სამსახურიდან და გააგრძელებენ მუშაობას. დეტალურად ადვოკატები ისაუბრებენ, მაგრამ მოკლედ მინდა ვთქვა, რომ სასტუმრო შეესაბამება სტანდარტებს ",- განაცხადა ავროგენიმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics