23:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 15:21:16, 1926 ნახვა

კომენტარი
ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, „ლეო გრანდი“ რამდენიმე თვის წინ, შსს-ს სამაშველო სამსახურმა დააჯარიმა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო "ლეო გრანდი" რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმა დააჯარიმა.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, ხანძართან დაკავშირებით არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც პასუხს გამოძიება უახლოს მომავალში გასცემს

"თქვენ იცით, რომ გამოძიება დაწყებულია. ცოტა ხნის წინ დავასრულე საუბარი შს სამინისტროს წარმომადგენელთან, ასევე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან გავმართეთ შეხვედრა. დაგიდასტურებთ, რომ არის ბევრი კითხვის ნიშანი, რომელსაც გამოძიება უახლოეს მომავალში პასუხს გასცემს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები იქნებიან თუ კერძო კომპანიის წარმომადგენლები, აბსოლუტურად ყველა დაისჯება და იქნება მაქსიმალური რეაგირება. მქონდა ინფორმაცია, რომ ეს სასტუმრო იყო დაჯარიმებული. დაჯარიმება შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის მიერ მოხდა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, 1 კი, ირანის მოქალაქეა. ამასთან, დაშავდა 21 ადამიანი. მათგან 14 საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, 7 კი, სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics