06:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-22 18:51:56, 4860 ნახვა

სხვადასხვა
„მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ“ - სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარები გავრცელდა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, სადაც სავარაუდოდ გარდაცვლილი, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირია ასახული, ერთ-ერთმა მომხმარებელმა მუქარის შემცველი კომენტარები დაწერა.

კერძოდ, მომხმარებელმა სახელით Vind Ex, ფოტოზე შემდეგი შინაარსის კომენტარები დაწერა: „მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მალე დავბრუნდებით“; „თავებს დაგაჭრით ქაფორებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი“.

ამ დროისთვის აღნიშნულ მომხმარებელს Facebook-ის პროფილი გაუქმებული აქვს.

„ექსპრესნიუსმა“ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდა.

შეგახსენებთ, თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 20 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ინფორმაცია ვრცელდება კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციებს ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics