23:03 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 15:13:22, 456 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის ფონდმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა

ადამიანით  ვაჭრობის, (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში გამართა.

პედაგოგებმა და უფროსკლასელებმა   ადამიანით ვაჭრობის და ოჯახში ძალადობის  შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრაზე მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის საკანონმდებლო აქტები, საზოგადოების როლი და  პრობლემათა რაობა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შეხვედრაზე   ტრეფიკინგის სხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა განუცხადა, საინფორმაციო კამპანია უახლოეს დღეებში უკვე იმერეთის  რეგიონის  სკოლებში  გაგრძელდება.

„საინფორმაციო კამპანია დროთა განმავლობაში სხვადასხვა რეგიონებ მოიცავს. პარალელეურად შეხვედრები თბილისის საჯარო სკოლებშიც გაგრძელდება“,-აღნიშნა ბეროშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრას  ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და  დახმარების სახელმწიფო ფონდის  იურისტი ირაკლი ჭყონია და  პრესმდივანი ქეთი ბეროშვილი უძღვებდონენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics