20:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 11:18:26, 1866 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი ლარზე: პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი

„პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლარის კურსის ანალიზი ყოველდღიურად კეთდება და ბაზრზე ფორვორდული გარიგებები იკვეთება.

„პროგნოზს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ ბევრი ფორვორდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ გამყიდველების მიმართულებით, გარკვეული ინვესტორების აქტიურობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველანაირი პროგნოზის განხრით თავს შევიკავებ. გუშინ დილით ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის  გადახრილი ლარის კურსი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, დოლარი 2.70 ლარი ღირს, ევრო - 3.18.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics