14:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 15:19:00, 1660 ნახვა

საზოგადოება
FAO-მ გაეროს გლობალური მიზნების მისაღწევად საჭირო ხედვები წარადგინა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პრინციპებზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ,  გაეროს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, FAO-ს მიერ ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებას.

პროექტის საბოლოო დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი სამუშაო გეგმა იქნება, რომლის წარდგენა 2018 წლის გაზაფხულზე მოხდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე.

 გაეროს გლობალური მიზნები 17 ძირითადი კომპონენტისგან შედგება და მათგან რამდენიმე უშუალოდ FAO-ს სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკითხებს უკავშირდება. ესენია: ნულოვანი შიმშილი, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ზღვის რესურსებისა და დედამიწის ეკოსისტემების ხელშეწყობა და შენარჩუნება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინა სარიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics