23:03 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 12:25:34, 565 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს, შრომის ბაზრისა და დასაქმების ექსპერტი ვულფ შმიდერი ეწვია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ,,დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის ტექნიკური დახმარების’’ (EUVEGE) პროექტის ფარგლებში, შრომის ბაზრისა და დასაქმების ექსპერტი ვულფ შმიდერი და ადგილობრივი ექსპერტი ანა დიაკონიძე ეწვია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი დასაქმების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობის შესწავლა და სააგენტოს ამავე პროექტში ჩართვა იყო.

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კობა ნაკაიძემ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობაზე ესაუბრა. ასევე გააცნო ის პროგრამები და პროექტები, რაც სააგენტომ დღემდე განახორციელა და ახორციელებს.

,,აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს საქმიანობა დანარჩენი საქართველოს ამავე სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისაგან განსხვავებით მაღალ საფეხურზე დგას და ამ პროექტში აუცილებლად უნდა ჩაერთოს’’, - განაცხადა ვულფ შმიდერმა.

აღნიშნული პროექტი 2014-2017 წლებში ხორციელდება და მას ევროკავშირი აფინანსებს (ბუიჯეტი 2.778.200) . EUVEGE - მხარს უჭერს საქართველოს შრომის ბაზრის ჯანსაღი პოლიტიკის განვითარებას, ასევე, პროფესიული განათლების და გადამზადების სფეროს კომპლექსურ მოდერნიზაციას. მისი დევიზია ,,უკეთესი უნარ-ჩვევები უკეთესი სამუშაოსათვის’’





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics