18:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 15:11:51, 2045 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპტიმიზაცია დროული იყო. 

„დღეს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, პრაქტიკულად, განსახორციელებელი რეფორმა, რომელსაც, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. არის ბევრი სამსჯელო საკითხი, რაც ინიცირების შემდეგ განიხილება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად დადებით პროექტზე გვაქვს საუბარი, იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics