20:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 12:53:45, 497 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ეკონომიკური გუნდის უმოქმედობას აპროტესტებდნენ და მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდნენ. მათი თქმით, ლარის კურსის თემა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდის წევრებმა თანამდებობები დატოვონ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. ქვეყანაში ნამდვილად კრიზისია. ამ კრიზისს ისინი ვერ ხედავენ. შესაბამისად, მათ ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვთ. ამიტომ მათ თანამდებობები უნდა დატოვონ და ქვეყანა იმ ხალხს ჩააბარონ, ვისაც ამის კეთება ნამდვილად შეუძლია“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

"ოროსნების კანტორა", "მთავრობა = კორუფცია! ნეპოტიზმი! უუნარობა!" - ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილებმა უწყებასთან ასეთი შინაარსის პლაკატები გამოფინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics