20:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 18:35:39, 2229 ნახვა

მსოფლიო
2012-2016 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 530 ჟურნალისტი დაიღუპა

UNESCO-ის ინფორმაციით, 2012-2016 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 530 ჟურნალისტი დაიღუპა.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში 47 ჟურნალისტია მოკლული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 10-დან 9 შემთხვევაში დამნაშავე პასუხისგებაში არ მიეცა.

გაერო-ს ინფორმაციით, 2012 წლიდან ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათოდ არაბული ქვეყნების რეგიონი ითვლება. ეს პირველ რიგში სირიაში, ერაყსა და იემენში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებით არის გამოწვეული.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი (13 ჟურნალისტი) 2016 წელს ავღანეთში დაიღუპა.

ცნობისთვის, 2 ნოემბერი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შეწყვეტის საერთაშორისო დღეა.  ეს თარიღი აირჩიეს სპეციალურად, რადგან 2013 წლის 2 ნოემბერს მალიში 2 ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics