00:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 12:05:48, 2020 ნახვა

სამართალი
გოგაძე: მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცესი 1 წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს

„უკრაინული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ პროცესი 1 წელზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა წინასწარ ვადებზე საუბარი ძნელია“, - ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას დაკავებას. 

გოგაძის განმარტებით,  ქარდავას საექსტრადაციო პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

„მეგის ქარდავა დაკავებულია  საქართველოს  პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე.  კონკრეტულად, რომელმა უწყებამ დააკავა მიუხედავად იმისა, რომ  კონტაქტი გვაქვს ეს ნაკლებად საინტერესო იყო  ჩვენთვის. მთავარია, რომ ის წარსდგა სასამართლოს წინაშე.  შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. ამაზე  იმსჯელებს სასამართლო მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. უკრაინული კანონდებლობის  გათვალისწინებით სავარაუდოდ, 1 წელზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა წინასწარ ვადებზე საუბარი ძნელია“,-განუცხადა  „იმედს“ გიორგი გოგაძემ.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics