06:41 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 15:09:46, 471 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი: თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სრულუფლებიანი მინისტრები არიან

„დღეს, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სრულუფლებიანი მინისტრები არიან“, - ამის შესახებ პარლამენტის „საპროცედურო საკითხთა კომიტეტის“ თავჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე მთავრობა მოვალეობის შემსრულებლად არ ითვლება და ყველა მინისტრი თავის ფუნქციას ასრულებს.

„დღეს, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი სრულუფლებიანი მინისტრები არიან. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ განახორციელონ მინისტრის საქმიანობა. ნდობა არ სჭირდება 2 მინისტრს, ნდობა სჭირდება კოლეგიალურად საქართველოს მთავრობას. ნდობის გამოცხადების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის შემადგენლობა 1/3-ით განახლდა. დღეს, ყველა მინისტრი სრულუფლებიანები არიან, მთავრობა არის არც მოვალეობის შემსრულებელი, ან რაღაც დროებითი მთავრობა. ჩვეულებრივ მთავრობა აგრძელებს თავის საქმიანობას, უბრალოდ დღის წესრიგში დადგა მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი“, - აღნიშნა კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics