22:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 10:36:57, 2149 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლო დღეს თიანეთში არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით სარჩელს განიხილავს

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სარჩელს, რომლის მოთხოვნაა, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.

 „სააპელაციო სასამართლო იხილავს ქუცნაშვილის სარჩელს თიანეთში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით... მომხრეებს აგროვებს დუშეთში...
არ მივცეთ სასამართლოზე ზეწოლის საშუალება! ერთად დავიცვათ დემოკრატია!!!“, - წერს თამაზ მეჭიაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის განკარგულება გააბათილა, რომლის საფუძველზეც, თიანეთის საოლქო კომისიამ  ბიულეტენები თავიდან დაითვალა.
შესაბამისად, არჩევნებში გამარჯვებულად თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური ითვლება.
ამასთან, თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიას 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკსირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics