01:23 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 21:18:29, 2821 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: ენმ-ის პოლიტსაბჭო შეცდა, როდესაც ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე ბრძოლა დათმო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ არჩევნების  მეორე ტურებში არ მონაწილეობის თაობაზე,  არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს»,-წერს სამადაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ის კანდიდატები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ახლა ვიდრე მე ვსაუბრობ, მარტვილში მოპარეს ჩვნს კანდიდატს გამარჯვება პირველ ტურში. ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“ საარჩევნო საოლქო შენობაში, რომ გადაწერონ შედეგეი იმდენად, რამდენადაც მათ აწყობთ. ახლაც კი აპირებენ შედეგების გადაწერას. გადავწყვიტეთ, რომ არ მივიღოპთ მეორე ტურში მონაწილეობა, მაგრამ ბრძოლა ახლა იწყება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics