|
2017-10-18 17:13:48, 808 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ზურაბ პატარაძესთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საკანონმდებლო უწყების წარმომადგენლები გაეცნენ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე, მეორე - 18 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება. ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები, რომელთა მშენებლობაც ახალი MSS" ტექნოლოგიით – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. ამ ეტაპზე, ხიდზე მალის ნაშენის, ტროტუარების, რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, კმ30-კმ33 მონაკვეთებზე საავტომობილო კვანძთან ხორციელდება არსებული გზის მიერთების სამუშაოები. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი, ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 852 079 ლარია. „ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა არის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფანი ჩვენი ქვეყნისთვის. იგი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დაბა ქობულეთის საავტომობილო გზის განტვირთვას, მეორე მხრივ კი, ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა პირობების გაუმჯობესებას. გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე სატრანზიტო მიმოსვლის განვითარებისთვის",- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)