|
2017-10-18 01:20:59, 1906 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ კლიენტებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს ბანკმა და ფინანსთა სამინისტროს ბუღალტერული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბანკის კლიენტები - მცირე და საშუალო და კორპორატიული ბიზნესიდან. ღონისძიები მიზანი მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები. „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის განცხადებით, ბანკისთვის მნიშვნელოვანია კლიენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კლიენტები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბუღალტერული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მოხდა. ჩვენ როგორც პარტნიორ ბანკს დიდი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში მუშაობის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ, მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარების და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება“, - განაცხადა კახა კიკნაველიძემ. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირები შეთანხმებით განსაზღვრული ევროდირექტივების მოთხოვნის გათვალისწინებით 2016 წელს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბუღლტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. აღნიშნული კანონის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვიის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა, რომელიც საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა. „რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვბის გაუჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიო წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასა და მათ ახალ შესაძებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე“,- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)