|
2017-10-15 18:36:07, 1971 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძემ იმედაშვილის ქუჩის მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი პროექტები გააცნო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე იმედაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და საბურთალოს განვითარების გეგმები, მათ შორის ყაზბეგის გამზირზე არსებული ე.წ “წითელი ბაღის” რეაბილიტაციისა და გაგარინის მოედანზე დაგეგმილი ესტაკადის პროექტები გააცნო. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, კახა კალაძის პროგრამული ხედვა და მისი შემადგენელი შვიდი პოლიტიკა ყველა იმ საკითხს მოიცავს, რომელიც თბილისელებისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული გამოწვევების საპასუხო ღონისძიებები განხორციელდება. „ამ საკითხების გადაჭრაში და ქვეყნის განვითარებაში თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მხარი დავუჭიროთ დედაქალაქის განვითარების რეალურ გეგმას, რომელიც არ დარჩება მხოლოდ დაპირებად“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)