19:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 10:53:43, 2048 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საპროტესტო აქციას გამართავს.

აქცია მეტროსადგურ „რუსთაველთან“ 14:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში მიწების გადაცემას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად  გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან  არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

საკითხს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. ასევე მიწის ნაკვეთების ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის გადაცემა აქციით გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრებაც სურდათ, თუმცა არ შეუშვეს.

კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics