03:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 14:48:13, 373 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა,   მისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ პირველად ხდება თავდაცვის მინისტრობის პოსტზე  ქალის  კანდიდატურის წარდგენა.

„მე რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი არის კაბინეტში წარდგენილი და ის იქნება ქალი, რომელიც პირველად გახდება  თავდაცვის მინისტრი, თუკი პარელამენტმა დაამტკიცა და მე ამის პრობლემას ვერ ვხედავ. მე მინდა რამდენიმე  რამ ვუსურვო და ვურჩიო.  პირველი ის, რომ  მე მწამს ის იქნება  მზრუნველი ჯარისკაცებზე, როგორც  ჯარისკაცის მამას დიდი სურვილი  მაქვს, რომ ეს ასე იყოს და  ასევე მინდა ვურჩიო, რომ  გააგრძელოს ის გზა, რომელიც ჩვენ  ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის  დამტკიცებისთვის ეს ეხება საჰაერო და სხვა თავდაცვითი სისტემების შეძენას. მე ვიცნობ თინა ხიდაშელს, იმედი მაქვს, რომ იზრუნებს ჯარისკაცებზე, დანარჩენს კი, დრო გვიჩვენებს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს იგი, იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ", - განაცხადა ირაკლი  ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics