2017-10-11 17:53:42, 2469 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი პოროშენკოს მოუწოდებს, მოსახლეობის 4 ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილოს ან გადადგეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ლიდერს პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, მოსახლეობის 4 ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილოს ან გადადგეს, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინა სოციალ-ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა.
ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიაჩნია, რომ "თუ ქვეყანა პოლიტიკას არ შეცვლის, უკრაინას არაკონტროლირებადი სოციალური აფეთქება ელოდება".
"პირველი და მთავარი რაც უნდა გააკეთოთ - დაიწყოთ რეალური ბრძოლა კორუფციასთან. ეს ოთხი მარტივი და ყველა უკრაინელისთვის გასაგები ნაბიჯი გამოაჯანსაღებს ქვეყანას. თუ ხალხის ამ მოთხოვნებს უგულებელყოფთ, ხალხს უფლება ექნება თქვენი წასვლა მოითხოვოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე პოროშენკოს მოუწოდა შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს და პირადი ბიზნესები გაყიდოს.
ავტორი: ,