19:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 20:16:25, 2199 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: საკრებულოს წინ ოპოზიციამ იძალადა

„საკრებულოს წინ ოპოზიციამ იძალადა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს „ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს აქვს უფლება იმუშაოს, რის საშუალებასაც დღეს ოპოზიცია ამ ორგანოს არ აძლევდა.

„საკრებულოს წინა სხდომაზე ოპოზიციამ შენობის გარშემო ობსტრუქცია მოაწყო, იძალადა და დააზიანა საკრებულოს ინფრასტრუქტურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, დღევანდელ სხდომაზე წინასწარ იყო ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული, რომ უნდა ჩაშლილიყო დღევანდელი სხდომა. კანონში გარკვევით წერია, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს აქვს უფლება იმუშაოს, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები. ოპოზიცია დღეს სწორედ ამ უფლებას დაემუქრა და საკრებულომ მიიღო შესაბამისი ზომები და შენობაში შეუშვა მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები, მედიის და ომბუდსმენის წარმომადგენლები. საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics