18:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 18:18:54, 1992 ნახვა

პოლიტიკა
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირს შეუძლია, საქართველოს აშშ-ზე და რუსეთზე უკეთ დაეხმაროს

ევროპის ფონდის კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“  ანგარიშის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, სწორედ ევროკავშირს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და რუსეთზე უკეთ დაეხმაროს საქართველოს. თუმცა, ამ მოსაზრებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არ იზიარებს.

"საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რომელსაც მას ევროკავშირი უწევს. თუმცა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ძირითად მიმღებად მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიიჩნევს და არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს დახმარება ყოველთვის მიზნობრივად იხარჯება",-ნათქვამია ანგარიშში.

კვლევა ჩაატარა CRRC საქართველომ, ევროპის ფონდის დაკვეთით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით.

კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას ხვალ,  13:00-15:00 საათზე, ევროპის ფონდი თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი) გამართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics