|
2017-10-09 16:04:06, 1849 ნახვა
კომენტარი
კახაბერ კუჭავა: სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ისევ არაპრიორიტეტულად რჩება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეა. კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ბიუჯეტში გარემოს სექტორისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობით უკმაყოფილოა. კუჭავას თქმით, სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ისევ არაპრიორიტეტულად რჩება: "არის ბევრი საკითხი, რომელზეც, სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით. პირველ რიგში, ყველაზე საწყენი ჩემთვის ისაა, რომ როდესაც ვხედავთ სხვადასხვა მიმართულებებით ზრდას და მე გეთანხმებით, კულტურა, სპორტი, განათლება და ბევრი სხვა სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მოხდეს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ გარემოს დაცვის საკითხები ისევ რჩება არაპრიორიტეტულად. ასევე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მოთხოვნილი 15 მლნ ლარი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მაღალია. პირიქით, მე რომ მკითხოთ ძალიან დაბალია, მაგრამ ვხვდებით, რა სიტუაციაცაა და არ შეიძლება იმ თანხების სრულად გამოყოფა, რაც ჩვენ ვთვლით, რომ გარემოს სექტორს შეიძლება სჭირდებოდეს, მაგრამ არის პრიორიტეტული საკითხები, რომელიც აუცილებელია ჩვენ დღესვე გავითვალისწინოთ, რომ პრევენცია მოხდეს ისეთი სტიქიური უბედურებების, რომელიც ახლა გვქონდა ყველაზე ბოლოს",-აღნიშნა კახაბერ კუჭავამ. კერძოდ, კუჭავას შეფასებით, სატყეო სააგენტოს კადრები ტყის დაცვის ეფექტურობის მიზნით, ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს, ასევე კუჭავას განმარტებით, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი გარემოზე ზედამხედველობის მიმართულებით, შესაბამისი სამსახურის კადრების ზრდის კუთხითაც. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება. აქედან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის 43.0 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)