18:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 15:38:09, 1956 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მომდევნო წლებში ყველა მუნიციპალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კაალაძე, დედაქალაქის მმართველობის პირობებში მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაციას გეგმავს.
„თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც მუზეუმებისა და მუნიციპალური კულტურული დანიშნულების ობიექტების რეფორმირება და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაა.
მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად გეგმავს, მუზეუმების როლი განსაკუთრებული იქნება.
კახა კალაძე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქალაქს ტურიზმის მიმართულებით აქვს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics