|
2015-04-30 19:46:19, 1126 ნახვა
სამხედრო
იმერლიშვილი: ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე, ქართულ მხარეს ინფორმაცია არ მიუღია
უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართელი სამხედროების მონაწილეობაზე ქართულ მხარეს ინფორმაცია არ მიუღია. მისივე თქმით, საფრანგეთში ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ქართველი სამხედრო იმყოფება. „ძირითადი კონტიგენტი იქიდან მარტში გამოვიდა. ახლა იქ მხოლოდ 5 სამხედრო პირია დარჩენილი. რაც შეეხება ამ ფაქტს, ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია ნამდვილად. დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმედი მაქვს, ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, თუ ქართული მხარე რაიმე შეტყობინებას მიიღებს, ჩვენც აუცილებლად ჩავერთვებით საერთაშორისო გამოძიებაში“, – აღნიშნა იმერლიშვილმა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)