|
2017-10-06 21:01:01, 2089 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს: თქვენი სიმამაცის და უტეხობის ხარჯზე ქართველ ოჯახებს მშვიდად სძინავთ
გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების პირველ, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლეს, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ტრადიციას დაუდო სათავე. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პირველ, ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა, უმაღლესი მთავარსარდლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას სწორედ არმიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენს. "ქართველ ოჯახებს სძინავთ მშვიდად და მოღვაწეობენ მშვიდობისათვის, იმიტომ რომ მათ სიმშვიდეს იცავთ თქვენ, ჩვენო პატივცემულო ჯარისკაცებო - თქვენი პროფესიონალიზმის სიმამაცის, უტეხობის ხარჯზე. მაგრამ ქართველი ჯარისკაცის უკან დგას მისი ოჯახი, რომელიც რეალურად მას შეაძლებინებს ამ სიმტკიცეს და ამ თავგანწირვას.საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთხელ აღინიშნა ქართული შეიარაღებული ძალების რეფორმები, წარმატებები უნარები და სულიერი სიმტკიცე.ჩვენი სიძლიერე, ჩვენი უნარი გავუმკლავდეთ მტერს და ვიყოთ ჩვენი მეგობრების გვერდით, მუდმივი აღტაცების საგანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე. პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ მამაკაცებს და ქალბატონებს ფორმაში, რომლებიც მსახურობენ საერთაშორისო მისიებში. "ჩვენ რთულ რეგიონში ვართ და ვდგავართ მტკიცედ. საქართველოს მოქალაქე მტკიცედ და ამაყად აცხადებს, რომ ის თავისუფალია და მისი თავისუფალი არჩევანი, ააშენოს დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო, უცვლელია და ვერაფერი ვერ შეარყევს ამ არჩევანს. რეალურად, ამ განცხადების სიმტკიცეს, იქნება ეს პოლიტიკოსის, მოქალაქის, თუ ჟურნალისტის მიერ ნათქვამი, რეალობად აქცევს და ზურგს უმაგრებს თქვენი სამსახური. არაერთხელ აღინიშნა, როგორც ჩემ მიერ, ასევე მინისტრის მიერ, ასევე უშიშროების საბჭოს მიერ, რომ შეიარაღებული ძალები საქართველოში ძლიერია, იმიტომ რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგას საზოგადოება.თქვენი მხარდაჭერის ხარისხი საზოგადოების მიერ უმაღლესია. ეს ერთობა შეიარაღებული ძალებისა და საზოგადოების კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და შეუვალი თქვენი სიძლიერის გამო, მაგრამ არამარტო იმიტომ, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი სამხედრო უნარები, არამედ იმიტომ რომ თითოეული რიგითი მოქალაქე, თითოეული ქართველი, როგორც თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ღმერთმა არ ქნას, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დგას თქვენ გვერდით, ემსახურება სამშობლოს დაცვის ერთიან მიზანს.ამისთვის იდგმება სერიოზული ნაბიჯები, როგორც შეიარაღებული ძალების სისტემაში, ასევე პოლიტიკურადაც. ჩვენ მთელი საზოგადოება გაერთიანებული ვართ ერთი მიზნისათვის - დავიცვათ და გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო!" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)