19:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 18:08:34, 2381 ნახვა

სამართალი
დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

 „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.კ.-მ ქ.გარდაბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 14 წლის შვილიშვილის თანდასწრებით დედას სცემა და ბლაგვი საგნებით დაზიანებები მიაყენა. ვ.კ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

„სამართალდამცველებმა  ვ.კ. პირველ აგვისტოს ქ. გარდაბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics