|
2015-04-30 15:23:37, 881 ნახვა
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: მთავრობის გეგმა ლარის კურსზე სწრაფ გავლენას ვერ მოახდენს
„მთავრობის კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმა ლარის კურსზე სწრაფ გავლენას ვერ მოახდენს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თბილისი მერიოტში“ განუცხადა, სადაც „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმი მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობას სწორი სტრატეგია აქვს, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, ლარის კურსს სწრაფად ვერ დაასტაბილურებს. ივანიშვილის შეფასებით, მთავრობის გუნდი ეფექტურად მუშაობს. „როდესაც პრემიერის შეფასების სურვილი გაქვთ უნდა შევაფასოთ არა ღარიბაშვილი, არამედ მთლიანად მთავრობის მოღვაწეობა. გუნდი ძალიან ეფექტურად მუშაობს, დღეს ჩვენს გვყავს აბსოლუტურად გამჭირვალე და ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ის გეგმაც რაც დაასახელა მთავრობამ ჩვენი შესაძლებლობიდანაა გამომდინარე და ეს ქმედებები რაც დაგეგმილია, პრივატიზაციის და ა.შ სწრაფ გავლენას ვერ მოახდენს ლარის კურსზე, მაგრამ მცდელობები რაც აქვთ კიდევ ერთხელ გადასინჯეს. სტრატეგია მთავრობას ისედაც სწორი ჰქონდა. მხოლოდ დილეტანტები საუბრობენ რომ სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს - როგორც ამბობენ ოპონენტები რომ სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს ტურიზმი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)