12:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:28:49, 1720 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი ბანკმა“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და „ლიბერთი ბანკმა", მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული მწერლები დააჯილდოვა. ფულადი ჯილდო და პორტატული კომპიუტერები კონკურსის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ.

საუკეთესო საკონკურსო მოთხრობისთვის - „მე არ ვარ, მასწ". პირველი ადგილის მფლობელი გახდა ეკა ქევანიშვილი;

მეორე ადგილი მოიპოვა ზურა აბაშიძემ, მოთხრობისთვის „საშტატო ერთეულები";

მესამე ადგილი ერგო ლუკა ბაქანიძეს, მოთხრობისთვის „ისროდნენ, მასწ".

გარდა ამისა, კონკურსის მონაწილე 62 ავტორიდან, მწერლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოვლინა საუკეთესო ათეული, რომელშიც, საპრიზო ადგილების მფლობელთა გარდა, მოხვდნენ:

·         თორნიკე ჭელიძე–  ჯავახეთის დღიური

·         დიანა ანფიმიადი – კავშირი

·         ლევან ლორია -კურუმ, კურუმ

·         ნათია როსტიაშვილი– ჩემი საქმე წასულია, მარუს

·         ცოტნე ცხვედიანი– ცხენების გაშვება

·         მიშა ბახსოლიანი- ჯართულის მასწავლებელი

·         ინა არჩუაშვილი– დედუკა ბექაური

კონკურსის პარტნიორებმა პრიზები გამოყვეს სხვა კონკურსანტებისთვისაც. გამომცემლობა „ინტელექტმა" წიგნების ვაუჩერები გადასცა ნინია სადღობელაშვილს და ინა არჩუაშვილს, ხოლო გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში" წიგნების ვაუჩერებით დაასაჩუქრა  დიანა ანფიმიადი და ლევან ლორია. ფულადი ჯილდო გადაეცა „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციისგან თორნიკე ჭელიძეს.

ლიტერატურული კონკურსი „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეორე წელია, რაც დაწესდა და მასში თანამედროვე ქართველი მწერლები მონაწილეობენ. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics