13:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 20:39:05, 2007 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა მელიქიძე: საზოგადოებასთან ერთად, იმ პროექტებს განვახორციელებ, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის
მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. 

ზაზა მელიქიძე პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო ახალციხის მერობის კანდიდატი. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ნამდვილად გათავისებული მაქვს. რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, დავგეგმავ და განვახორციელებ იმ პროექტებს, რომლის საჭიროებაც დღეს ახალციხეშია“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ. 

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics