19:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 09:31:59, 399 ნახვა

საზოგადოება
შსს დაკარგულ პიროვნებას ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1983 წელს დაბადებულ დიმიტრი თემურის ძე ბასილაძეს, რომელიც 2015 წლის 26 თებერვალს ქალაქ ქუთაისში სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

დიმიტრი ბასილაძე ქუთაისში, ძოძუაშვილის ქუჩა N4/2-ში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ დიმიტრი ბასილაძის საძიებო მოქმედებებს.

როგორც შსს–ში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა.

დიმიტრი ბასილაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე - 170 სმ, ღია წაბლისფერი მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, მოკლე ცხვირი, მუქი ფერის წარბები, თხელი ტუჩები, რომლის ზედა ნაწილში აღენიშნება მცირე ზომის ხალი. ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი, ნაქსოვი სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

შსს–ს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკარგული დიმიტრი ბასიალიას შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკონ ნომრებზე:  577 58-69-99 0 (431) 29-60-60

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics