11:11 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:11:09, 2093 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე 22 სოციალური პროგრამის დახვეწას და განვითარებას გეგმავს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, იმ 22 სოციალური პროგრამის დახვეწას და განვითარება გეგმავს, რომლებიც სოციალურად დაუცველების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულებისა და ახალშობილებისთვისაა განკუთვნილი.

მისივე თქმით, გამგეობები გააგრძელებენ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას.

„გამგეობის მხრიდან სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უფასო სასადილოების პროგრამის დახვეწას და რაციონის, ასევე, სერვისის გაუმჯობესებას. ამისთვის გამგეობებს მერიიდან გამოეყოფა დაახლოებით 30 მილიონი ლარი“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის განცხადებით, სოციალური პროგრამების განხორციელების კვალდაკვალ,  ყურადღება მიექცევა სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. 

„ამ მიმართულებით ვაპირებთ, ცენტრალურ მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეთა გადამზადებას. მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდეს მერიის, კოლეჯისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics