11:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 13:40:55, 2275 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა.

ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ხედვა ემსახურება ერთიან დიასპორას. ჩვენ არ გვინდა არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. არავისთვის საიდუმლო არ არის და ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს დაძაბულობა და გარკვეულწილად დაპირისპირებაც დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზია ამისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ პროექტები და პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics