|
2017-09-20 20:02:29, 2427 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს სწავლის დაწყებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. თეთრი ხალათების რიგით მეხუთე ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია გახსნის. პროგრამის პირველკურსელებს მიესალმებიან და, ტრადიციულად, თსსუ-ისა და ამერიკული პროგრამის ემბლემიანი თეთრი ხალათებით შემოსავენ. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის გარდა ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი; აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის დეპარტამენტის ქიმიური თავდაცვის ვიცე-სარდალი, ვიცე-პოლკოვნიკი მარკ ჰარტელი და ღონისძიებაზე მოწვეული სხვა საპატიო სტუმრები როგორც აშშ-დან, ისე საქართველოდან. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-დან დაბრუნებული მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურ პროგრამაში - „ზაფხული ემორიში“. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება: 2017 წელს პროგრამის პირველი მიღების სამი სტუდენტიდან სამივემ აღნიშნული გამოცდის პირველი საფეხური უმაღლესი ქულებით ჩააბარა. 2019 წელს პროგრამაზე სწავლას პირველი გამოშვების სტუდენტები დაასრულებენ.სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამავრებულებს მიენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. 2017 წელს პროგრამაზე 120-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)