2017-09-19 13:22:49, 3403 ნახვა
მსოფლიო
წვრთნებში მონაწილე რუსულმა ვერტმფრენმა რაკეტები შემთხვევით მაყურებლებს ესროლა (ვიდეო)
რუსულმა ვერტმფრენმა (KA-52), რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებში „დასავლეთი 2017“-ში იღებს მონაწილეობას, შემთხვევით ადგილზე შეკრებილი მაყურებლების მიმართულებით რაკეტები გაისროლა - ამის შესახებ TvRain იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი სანქტ-პეტერბურგში მდებარე პოლიგონზე მოხდა.
როგორც მედია წერს, მომხდარის შედეგად ორმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ასევე აფეთქდა ორი ავტომობილი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ისინი სავარაუდოდ ჟურნალისტები არიან.
ინციდენტის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მომხდარს სამხედრო გამომძიებლები არკვევენ. სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით აღძრული არ არის, თუმცა გამოძიება სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყება.
ვიდეო
ავტორი: ,