02:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 13:51:43, 2153 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი სააღსრულებო წარმოებაში სისტემურ ცვლილებებს გეგმავს

როგორ შეიქმნას თანამედროვე სააღსრულებო სისტემა, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური და ევროპულ სტანდარტებზე კიდევ მეტად მორგებული იქნება − ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებსა და აღსრულების პოლიციელებთან გამართა.

თეა წულუკიანმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და აღსრულების პოლიციელებს ახალი სააღსრულებო კოდექსის ნოვაციები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, დროა, საქართველოს სააღსრულებო პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწოს და ის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს კიდევ მეტად მოერგოს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი უკვე ერთ წელზე მეტია, ახალ სააღსრულებო კოდექსზე მუშაობს. კოდექსით დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები და სააღსრულებო მოქმედება; სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება.

სააღსრულებო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს და ის შემდგომი საჯარო განხილვებისთვის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პროფესიულ ჯგუფებს წარედგინება. საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურია და აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციელები ყველა ტერიტორიული ბიუროდან საქართველოს მასშტაბით.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics