13:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 01:08:40, 1378 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. გამშვებ პუნქტებს სამი დღით კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ გამშვები პუნქტები 3 დღით დაიკეტება, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვა ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო რესპუბლიკის დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული.

"მიმოსვლა 19 სექტემბრის დილით 09:00 სთ-ზე შეწყდება და 22 სექტემბრის დილის 07:00 სთ-ზე "ჩვეულ რეჟიმში" განახლდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 20 სექტემბერს ე.წ. რესპუბლიკის 27-ე წლისთავს "აღნიშნავს". ოკუპირებული რეგიონში სამხედრო "აღლუმი" და სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics