02:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 01:03:45, 2175 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ უფრო მეტ შემოსავალს გავხდით ხელმისაწვდომს მცირე მეწარმეებისთვის

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, რამაზ უტიაშვილმა და გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს, სოფელ ვეჯინის, სოფელ კალაურისა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და ქალაქ გურჯაანში მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

"დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ მოსწავლეებს, მოვინახულეთ რამდენიმე საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი და გავაგრძელეთ შეხვედრები ქალაქ გურჯაანში მოსახლეობასთან.  ჩვენს თანამოქალაქეებს ვაცნობთ ჩვენს პროგრამას, მიზნებსა და პრიორიტეტებს. მოსახლეობა პოზიტიურად გვხვდება და სჯერათ ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი გავხადოთ ხელმისაწვდომი მცირე მეწარმეებისთვის, უფრო მეტი დოვლათი შექმნას სოფელმა და გაძლიერდეს, რადგან ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ მუნიციპალიტეტსა და შემდგომში ძლიერ საქართველოს," - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

„ბატონი არჩილი გონიერი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ბიჭია, მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ სწორად მართოს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალგაზრდებს, ახლა მათი დროა,“ - სოსო ხაბაზიშვილი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics