02:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 17:00:47, 2319 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღები პატარების მისაღებად ემზადებიან

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები აღსაზრდელთა მისაღებად ემზადებიან.  2017-2018 სააღმზრდელო წელი ბაღებში ორშაბათს, 18 სექტემბერს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყება - დედაქალაქს შეემატება ხუთი ახალი ბაღი, სადაც დამატებით 1500-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღებს საჯარო ბაღების მომსახურებას და დასაქმდება 325 ადამიანი. 

ზაფხულის არდადეგებზე 84 საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა - გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, განახლდა ავეჯი და სამზარეულო ინვენტარი, გარემონტდა სველი წერტილები, შეიცვალა გადახურვა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, წყალ-კანალიზაციის ქსელებს, მოეწყო სათამაშო და სპორტული მოედნები, დაემატა ჯგუფები, ხოლო 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოში განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია. ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ერთ საბავშვო ბაღს. შვიდ საბავშვო ბაღთან ცივი პლასტით მოიხატა ზებრა-გადასასვლელები.

ბაღები აღსაზრდელებს მხიარული სანახაოებებით დახვდებიან. პატარებს გაართობენ მხიარული ანიმატორები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics