01:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:13:01, 2378 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან N150 მარშრუტზე „MAN”-ის ავტობუსები ივლიან

N150 მარშრუტზე ყვითელ „ბოგდანებს“ ლურჯი, „MAN”-ის მარკის ავტობუსები ჩაანაცვლებენ. 
თბილისის მერიის ინფორმაციით, N150 მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ახლად რეაბილიტირებული პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და  რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს. 
ხოლო უკუ მიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე აგრძელებს და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.
“MAN”-ის ავტობუსები გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე ეტაპობრივად 11 სხვადასხვა მარშრუტზე: N61, 51, 37, 87, 9, 88, 24, 14, 21, 140 და N39-ს ჩანაცვლდა. 
მერიამ N150 მარშრუტზე ახალი ავტობუსების გაშვება პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე გადაწია. 15 სექტემბერს მარშრუტზე 7 „MAN”-ის ავტობუსი გავა, ხოლო ორშაბათიდან - 18 სექტემბრიდან ეს რიცხვი 11-მდე გაიზრდება.
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics