22:47 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 03:44:38, 2212 ნახვა

საზოგადოება
„IFES-ი ძალიან ამაყობს საქართველოს საარჩევნო კომისიით!“

„საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესის კუთხით  ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში", - ამის შესახებ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES) პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ სვენსმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს საპრლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვერგო პატივი, ვუმასპინძლოთ კიდევ ერთ ვიზიტს ჩვენი მეგობარისაქართველოდან. საქართველოს საარჩევნო კომისია და კენჭისყრის, როგორც  გადაწყვეტილების მიღებისა და საზოგადოების წინსვლის გზის გამოყენების ქართულიისტორია ისაა, რითიც ჩვენ IFES ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მისიაა, ყველა ხმა იქნას გაგონილიდა დათვლილი. საქართველო, რომელსაც ძალიან რთული სამეზობლო აქვს, დემოკრატიისადა საარჩევნო პროცესის კუთხით  ბრწყინვალე მაგალითია მსოფლიოში. ეს იყო კიდევერთი შესანიშნავი საუბარი საქართველოში დემოკრატიისა და მშვიდობიანი საარჩევნოპროცესისადმი ერთგულების შესახებ", - აღნიშნა უილიამ სვენსმა.

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს მართავს კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics