16:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 16:18:49, 697 ნახვა

საზოგადოება
"არქი ჯგუფი": ხეების მოჭრა კანონის ფარგლებში მოხდა

კომპანია “არქი ჯგუფში” აცხადებენ, რომ თამარაშვილის 13 ნომერში ხეების მოჭრა კანონის ფარგლებში მოხდა. როგორც  კომპანიის წარმომადგენელმა "რუსთავი2"-ს განუცხადა,  ხეების მოჭრის ნებართვა შესაბამისმა ორგანომ გასცა.  

"ახლა რაც ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, მოხდა კანიონის ფარგლებში და შესაბამისმა ორგანომ გასცა ამის ნებართვა.კანონით გათვალისწინებული ყველა სახის ღონისძიება ჩატარდა კომპენსაციისთვის და გარდა ამისა, ჩვენ მივმართეთ მერიას, გამოგვეყოს ტერიტორია, სადაც დავრგავთ ჩვენი ხარჯებით 800-დან 1000-ძირამდე ნერგს.ამასთანავე, 300 ძირი ნერგი უკვე დაირგო იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდება ხეების მოჭრა",-აცხადებენ  კომპანიაში "კურიერთან" საუბრისას.

ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო,  რამდენიმე მრავალწლიანი ხე მოჭრეს,  30-მდე ხის მოჭრა კი, იგეგმება.  მოსახლეობა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების  სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს. ადგილობრივების მხარდასაჭერად  იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იმყოფებოდა. ელისაშვილს თავდაპირველად  ტერიტორიაზე, სადაც ხეები  მოიჭრა,  არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით, ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა და დავით ნარმანიამ  თანამდებობები  უნდა დატოვონ.

თამარაშვილის ქუჩაზე   კომპანია "არქი ჯგუფი"  ახალ  პროექტ "გრინ სითის" ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics