|
2017-08-09 18:11:57, 6774 ნახვა
სპორტი
კახა კალაძე: სწორი მოდელია, როდესაც პარკინგის მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს
„ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები“, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალ ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელიც დღეს გავრცელდა. კახა კალაძემ ვიდეომიმართვა მთლიანად პარკირების პრობლემას და მისი მოგვარების გზებს მიუძღვნა. „თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც ჭირდებათ თბილისელებს. როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც თბილისელებს რეალურად მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი, ქაოტური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა თეთრი საღებავით და არც თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მე მგონია, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს, შეიძლება ითქვას, ინტერესთა კონფლიქტია. ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს - ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც, მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა იმ პრობლემის რეალურად აღმოფხვრა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ამიტომაც, საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა. ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც ჭირდებათ თბილისელებს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)